LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვას გეგმავს

119
სახელმწიფო შესყიდვები

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 44 სხვადასხვა  უწყებისთვის 135 ერთეული მე-3 კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სამორიგეო, მომარაგების ან/და სხვა სპეციფიური საქმიანობის განსახორციელებლად თანამშრომელთა ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების კონსოლიდირებული წესით შესყიდვას გეგმავს.

აღნიშნული შესყიდვა აუცილებელია ისეთი უწყებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, რომელთა საქმიანობის სფერო უშუალოდ დაკავშირებულია საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და დაავადებათა კონტროლთან, სატყეო მეურნეობების მართვასთან, მთის კურორტების განვითარებასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან, ბუნებრივი რესურსების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან.

სატრანსპორტო საშუალებების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის #121 დადგენილებით. აღნიშნული ტენდერი 3 ივლისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 9 ივლისს მთავრდება.

კონსოლიდირებული ტენდერის საორიენტაციო ღირებულება 9 045 000 ლარია, რაც მოიცავს როგორც ავტომობილის ღირებულებას, ასევე გარანტიის ფარგლებში (150 000 კმ. გარბენი ან/და 5 წელი) სავალდებულო პერიოდულ ტექმომსახურებასა და საწვავის ხარჯებს.

შეთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. შესასყიდი ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა, ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენა საჭიანი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ არის განკუთვნილი მაღალი თანამდებობის პირთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g