თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები – 2 ახალგაზრდა , რომლებიც წუხელ ღამით საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლილები იპოვეს, 20 და 21 წლის ბიჭები არიან.
უკვე დადგენილია, რომ მათ ჭრილობები ცეცხლსასრული იარაღიდან მიაყენეს. ერთ-ერთს კი ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი.
მეზობლები ამბობენ, რომ ისინი საცხოვრებლად ცოტა ხნის წინ გადმოვიდნენ
გურამიშვილზე მოკლული ახალგაზრდები, სავარაუდოდ, ძმები იყვნენ
მეზობლები ამბობენ, რომ სროლის ხმა არ გაუგიათ. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდები, სავარაუდოდ, ძმები იყვნენ.
არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელს მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა. ადგილობრივების თქმით, ცხედრები საცხოვრებელ სახლში მამამ იპოვა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
“შუბლი აქვს გახვრეტილი, შაკო ტყემალაძეა ერთ-ერთი,” – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.