A$AP Rocky-იმ შვედეთის ციხე დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი დონალდ ტრამპის ,,ტვიტიდან” გახდა.
,,A$AP Rocky თავისუფალია და სახლში ბრუნდება” – დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა.
A$AP Rocky released from prison and on his way home to the United States from Sweden. It was a Rocky Week, get home ASAP A$AP!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) August 2, 2019
30 წლის რეპერმა პატიმრომაბაში 1 თვე გაატარა. ის 3 ივლისს, სტოკჰოლმში, ახალგაზრდა მამაკაცზე თავდასხმისა და ცემის ბრალდებით დააკავეს.
ცნობილია, რომ სასამართლო საბოლოო განაჩენს 14 აგვისტოს გამოიტანს, იქამდე კი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს ქვეყნის დატოვების უფლება მიეცა.