LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა

38

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, 6 -7 ივნისს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდება.

დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის ორმხრივი შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიის და სოციალ – დემოკრატების ალიანსის ლიდერებთან.

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაური ბრიუსელში გაემგზავრება.
ბრიუსელში, 8-9 ივნისს, დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g