LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში ქალს და ბავშვს მანქანა დაეჯახა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

728
avaria

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდ დიღომში მდებარე |იმედის კლინიკასთან” ქალს და ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მანქანის მძღოლი არ მიმალულა და ის ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება დაშავებულებს, ქალი ღუდუშაურის კლინიკაში, ბავშვი კი იაშვილშია გადაყვანილი. ექიმების ცნობით, 8-9 წლის ბავშვი ამჟამად კრიტიკული მედიცინის ცენტრში იმყოფება, მისი მდგომარეობა მძიმეა.

 

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო. გულისხმობს. დანაშაული ჯარიმას/ შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g