LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა გვენეტაძე: დეპოზიტების დაზღვევა ბანკებში უფრო მეტი დეპოზიტის შესვლას შეუწყობს ხელს

77

დეპოზიტების დაზღვევა კომერციულ ბანკებში უფრო მეტი დეპოზიტის შესვლას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორთან პირველი ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მარტივი ფორმით დეპოზიტების დაზღვევა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

”თუკი ეს ინიციატივა ხორცშესხმული იქნება, ძირითადად, მცირე რაოდენობით დეპოზიტების დაზღვევაზე იქნება ორიენტირებული. ამან ხელი უნდა შეუწყოს ინტერმედიაციას, ანუ კომერციულ ბანკებში უფრო მეტი დეპოზიტების შესვლას” – განმარტა გვენეტაძემ.

magti 5g