LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ფორბსმა” ყველაზე მაღალანაზღაურებად რეპერად – კანიე უესტი დაასახელა (ფოტო)

135
960x0

,,ფორბსმა” ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეპერების სია გამოაქვეყნა.

რეიტინგის პირველ პოზიციაზე – კანიე უესტი მოექცა. გავლენიანი ბიზეს-გამოცემის ინფორმაციით, Adidas-თან თანამშრომლობით, მან 150 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა კიმ კარდაშიანის მეუღლე ჩამონათვალის ლიდერად მოგვევლინა და გასული წლის ტრიუმფატორი – ჯეი ზი მეორე ადგილზე დასწია. ამ უკანასკნელის ანგარიშზე ამჯერად, 81 მილიონი დოლარია.

სამეულს 75 მილიონი დოლარით – დრეიკი ხურავს.

,,ფორბსის” მიხედვით, 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად რეპერთა ტოპ 20-ეული ასეთია:

1. კანიე უესტი –  $150 მლნ.

2. ჯეი-ზი – $81 მლნ.

3. დრეიკი – $75 მლნ.

4. Diddy – $70 მლნ.

5. ტრევის სკოტი – $58 მლნ.

6. ემინემი – $50 მლნ.

7. დიჯეი ქალიდი – $40 მლნ.

8. Kendrick Lamar – $38.5 მლნ.

9. Migos – $36 მლნ.

10. Childish Gambino – $35 მლნ.

11. J. Cole – $31 მლნ.

12. ნიკი მინაჟი – $29 მლნ.

13. ქარდი ბი – $28 მლნ.

14. Swizz Beatz – $23 მლნ.

15. Meek Mill – $21 მლნ.

16. Birdman – $20 მლნ.

17. Future – $19.5 მლნ.

18. Nas – $19 მლნ.

19. Wiz Khalifa – $18.5 მლნ.

20. პიტბული – $18 მლნ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები