LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია ჯიშკარიანი ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია – მარიამ კუბლაშვილი

450
69718035-3517182054974248-5436811023388508160-n

“ჯიშკარიანი მისი სამსახურეობრივი სტატუსისა და მდგომარეობის გამო, ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია”, – ამ განცხადებას ქართული ოცნების დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი აკეთებს. მისი თქმით, ქალზე ძალადობა დანაშაულია, მაგრამ ცრუ ბრალდებების გაკეთებაც არანაკლებ დანაშაულად მიიჩნევა.

“ამ საქმეში ჩემი ჩართვით მინდა მნიშვნელოვანი მესიჯი გავაგზავნო, რომ აუცილებლად დაგმობილი უნდა იყოს ქალის მიმართ გამოხატული ძალადობა და აგრესია, მაგრამ აქვე დავძენ, რომ ეს ცილისწამების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. აქვე, სოლიდარობას ვუცხადებ ძალადობის ყველა არსებულ თუ პოტენციურ მსხვერპლს. ცალსახად ვგმობ ძალადობას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ცრუ ძალადობასაც და ძალადობის აპელირებასაც ვგმობ, ვინაიდან ესეც ძალადობაა”, – აცხადებს კუბლაშვილი.

“არ იცით, რა რთულია გაბედო და თქვა, რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ”

მარიამ კუბლაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ილია ჯიშკარიანი უდანაშაულოა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. იქიდან გამომდინარე, რომ ის კონკრეტული პარტიის წარმომადგენია, დეპუტატია, მაღალი რეპუტაციის მქონეა, მამაკაცია, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ბულინგის მსხვერპლი გახდა. მასაც აქვს თავისი უფლება და ჩვენ ამ უფლებას დავიცავთ. აუცილებლად დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას, ის შეუძლოდაა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავს იკავებდა კომენტარისგან.

მივესლმებით, რომ პროცესები ღია იყოს, დაველოდოთ გამოძიებას, ექსპერტიზის შედეგს. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ მტკიცებულებებით ვისაუბროთ და ცალ-ცალკე ცილისწამების რეჟიმში კი არა, მტკიცებულებებით, ფაქტებით, ექსპერტიზის დასკვნებით ვიმსჯელოთ”, – აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

ქალი, რომელიც ამბობს, რომ "ოცნების" დეპუტატმა მასზე იძალადა, დაზარალებულად ჯერ არაა ცნობილი

საქმეზე სამი ექსპერტიზაა დანიშნული - დასკვნა კი ჯერ არც ერთ მათგანზე არ არის მიღებული.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების” დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g