LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომელაური: ყველა გადაცდომაზე რომ მინისტრები გადადგნენ, შეიძლება, ყოველ თვე მოუწიოთ გადადგომა

160
6408056b72e0df42b9dd4870cb84668b-XL

,,ყველა გადაცდომაზე რომ მინისტრები გადადგნენ, შეიძლება, მათ ყოველ თვე მოუწიოთ გადადგომა,” – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური დავით მუმლაძის გატაცების საქმეზე პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ამასთან, მინისტრის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უწყებაში ჯერჯერობით არავინ გაუთავისუფლებიათ.

„არ არიან გათავისუფლებული, ან რატომ უნდა იყვნენ, თქვენ მიპასუხეთ. მე ვარ უშუალო ხელმძღვანელი და უნდა გადავდგე?

მე მყავს 43 ათასი თანამშრომელი და ყველა გადაცდომაზე მინისტრები რომ გადადგნენ, შეიძლება, ყოველ თვე მოუწიოთ მინისტრებს გადადგომა. ეს ნორმალური იქნება?“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვაზე.

35 წლის დავით მუმლაძე 1 ოქტომბერს გაუჩინარდა, 5 ოქტომბერს კი მისი ნაწამები ცხედარი მტკვარმა გამორიყა რუსთავში. გამოძიების ცნობით, მუმლაძე პოლიციელებმა გაიტაცეს და გადასცეს იმ პირებს, რომლებმაც ის მოკლეს.

ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 5 პირი, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g