მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი, “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ ბაქრ ალ ბაღდადი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია თეთრი სახლის ლიდერმა პირადად სპეციალურ პრესკონფერენციაზე დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ სპეცოპარციით სამართლიანობა აღდგა.
დონალდ ტრამპის თქმით, ბაღდადიმ თავი აიფეთქა და საკუთარი სამი შვილიც მოკლა.
“გასულ ღამეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნომერ პირველი ტერორისტის მიმართ სამართალი აღასრულა. აბუ ბაქრ ალ ბაღდადი მკვდარია. ის იყო “ისლამური სახელმწიფოს” დაამარსებელი და ლიდერი ყველაზე საშიში და სასტიკი ორგანიზაციის მსოფლიოში. ამერიკა მას წლების განმავლობაში ეძებდა.
მისი დაკავება და მკვლელობა ჩემი ადმინისტრაციის პრიორიტეტი იყო. სახლიდან, რომელშიც ბაღდადი იყო 11 ბავშვი უვნებლად გამოვიყვანეთ. მასთან ერთად დარჩა მისი 3 პატარა შვილი. მან თავი აიფეთქა და საკუთარი შვილებიც მოკლა. ის მოკვდა როგორც ძაღლი. ღმერთმა დალოცოს ამერიკა,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობა “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის დაღუპვის შესახებ თავდაპირველად მედიამ გაავრცელა.
“ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინააღმდეგ ჩატარებული რეიდის კადრები ერაყის ტელევიზიამ გაავრცელა.
ალ-ბაღდადს მსოფლიოს პირველ დამნაშავედ და ისლამური სახელმწიფოს ლიდერად მოიხსენიებდნენ. 2011 წელს აშშ-მ ის ოფიციალურად ტერორისტად გამოაცხადა და მასზე ინფორმაციისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.