LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მარიამ კუბლაშვილმა აღარ იცის, რა ბრალი წამიყენოს…” – თამთა თოდაძე

252
natuksssss

“რის საფუძველზე ან რა ფაქტებით საუბრობს მარიამ კუბლაშილი? რომელი ქვეყნის საკონსულოსთან დამინახა ან რომელმა ქვეყანამ გააკეთა განცხადება, რომ თამთა თოდაძემ მიმართა თხოვნით პოლიტიკური თავშესაფარი მომეცითო? იურისტი ადამიანია და სწორედ იურისტი არ უნდა საუბრობდეს ფაქტების გარეშე. საიდან იგონებს ამ ინფორმაციას? ან რატომ აქვს ტყუილი ინფორმაცია?” – თამთა თოდაძე მარიამ კუბლაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თოდაძე დედასთან ერთად საზღვარგარეთ წასვლას და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს, რადგან დევნიან და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, აბსურდულს უწოდებს.

“ეს სრული აბსურდია, სიმართლეს არ შეესაბამება. გულწრფელად რომ გითხრათ, არასდროს მიფიქრია ჩემი ქვეყნის დატოვებაზე, მით უმეტეს, არც ახლა, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანაში მაქვს ჩემი სიმართლე დასამტკიცებელი და აუცილებლად ვაპირებ, ჩემ ქვეყანაში გავაგრძელო ცხოვრება.”

როგორც თოდაძე ამბობს, მარიამ კუბლაშვილთან, რომელიც მასზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულის, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატია, კითხვები აქვს და სურს გაიგოს რის საფუძველზე ავრცელებს ამ ინფომრაციას ადვოკატი.

“მარიამ კუბლაშვილმა აღარ იცის, რა ბრალი წამიყენოს და რაზე ისაუბროს. შეიძლება ითქვას, რომ თავის საქმეზე მტკიცებულებები საერთოდ არ აქვს და რას გამოეკიდოს აღარ იცის. ახლა საზოგადოებაზე მუშაობს, რომ განწყობა შექმნას, თითქოს, მე მივდივარ. სად დამინახა, რომ მივდივარ? პირადად მაქვს მარიამ კუბლაშვილთან შეკითხვა, საიდან მოიტანა, რომ ქვეყნიდან მივდივარ? საიდან მოიტანა, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მინდა? სრული აბსურდია!“.

შეგახსენებთ, საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე “ქართული ოცნების” დეპუტატს, ილია ჯიშკარიანსგ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

დამითმეთ პირდაპირი ეთერი და მოიწვიეთ დებატებში თამთა და მისი ადვოკატი – მარიამ კუბლაშვილი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g