ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის შესახებ წერს. როგორც კეკელიძე აღნიშნავს, მან ექიმის ოჯახი გუშინ გაიცნო. მწერლის თქმით, ისინი სამაგალითო სიმშვიდით და სიმტკიცით აღსავსე ძალიან ღირსეული ადამიანები არიან.
“დავაკლოთ ჩვენს ასაწყობ ნაძვის ხეებს ერთი სათამაშო და ამ ცარიელ ადგილს ერქვას ,,თავისუფლება” – გიორგი კეკელიძე ვაჟა გაფრინდაშვილზე
გიორგი კეკელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას ჩაერთონ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაში, რომელიც დღეს, 11 საათზე დაიწყება და საოკუპაციო ხაზისკენ აიღებს გეზს.
“დღეს გავიცანი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი – სამაგალითო სიმშვიდით და სიმტკიცით აღსავსე ძალიან ღირსეული ადამიანები. სხვას ახლა მათზე და დანარჩენზე არაფერს დავწერ. დადგება ამის დროც. მალე.
ხვალ 11 საათზე შევიკრიბებით ე.წ. ,,ელბაქიძის დაღმართთან”. იქნება რამდენიმე ავტობუსი, მაგრამ უმჯობესია საკუთარი მანქანებით მობრძანდეთ, ვისაც ამის საშუალება აქვს. ასე, თორმეტისთვის ოკუპაციის ხაზისკენ გავემართებით. აქცია, ოჯახის გადაწყვეტილებით, პროვოკაციებისგან თავის ასარიდებლად, უსაფრთხო ადგილას გაიმართება და იქნება მდუმარე. მხოლოდ ოჯახი გააკეთებს მოკლე მიმართვას.
გელით!”-წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი კვირას საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს
https://www.facebook.com/GiKekelidze/posts/2704035976322289?__xts__[0]=68.ARCbvQHjIpjnm97yn4RauSK-ztDfR9gf-DB_M8Muhc9FQop5YCkrp15rPKu-0XmAoX_KElHENXvK5K_EQ3pngRw1zRq00zxW_NlApt4QrIXSPzUfcDGHI-qaNEMWpogBN4uwyw9VL6Kk6iAx-OZlb8nthaxfZUrlwNMBktsXPnqnW27rwPKPcDMdz19IUlOqDD0Yn7otrwpgHFpQPHHHq6JGLNptRAC11wXE2Y4vj0owNLnrzJZH9Vj_DwwRuV8SCN9cMyUycNYWR1GYnzIYWtmXY-_4CH75M_5GUSoYHYzqptC1papXyx84z5DJw6Vc5M74xoqQ9-awfeE9W44N4A&__xts__[1]=68.ARBQfMFUpM2qkhbJ0qP0infZAxt1B0ENaAWRZBim0_d1YgwOlDxNxnygGa-exvRKoHmlcYfj8rZ2SJCm9VmiCHN0_tK5AtR6Ex858azEOuMjVKlNDtO2vzcWgYPNh0NYcbGTnqyEPgLAWn69voYV4gAs5rW2yhGKcagNfGUV-cATekq6fiAMiIh0Dyq4cT4JtjaES_8Vl8T12aCzGj5T9bNINbcS84vVTwb1XgLv1JxGB50-mqS-sRykkO5qQoU4dALRzwQr0HyMNjQ0CsG4Hm_gmnPhcqA9yUBe0JqTBgIHk8Y4eChe-WoQSG7in0sOjeLCr0uZZ0fyXd2Rns-YWQ&__tn__=-R
სასამართლოს გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს” – ირინა გაფრინდაშვილი