LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარი არ ყავს, მაგრამ მთავარსარდალმა მეთაურებისგან ანგარიში მაინც მოისმინა

113
bvgnfhgfh

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ უკვე ინიცირებული და დაგეგმილი იყო შეხვედრა თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალსა და  თავდაცვის ძალების მეთაურებთან და გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან. შეხვედრა დღეს შედგა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა პერიოდული ანგარიში მოისმინა. პრეზიდენტის მიმართ ანგარიშვალდებულებმა, შეხვედრაზე მოახსენეს თავდაცვის ძალებში მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ.

„საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან ვისაუბრეთ თავდაცვის ძალებში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე 2020-2021 წლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე. თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს გავაცანით სწავლების კუთხით მიმდინარე აქტივობები. ვისაუბრეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ჩვენ პერიოდულად წარვადგენთ ჩვენს მოხსენებას უმაღლეს მთავარსარდალთან მიმდინარე ღონისძიებებზე, დაგეგმილ სწავლებებზე და ყოველთვის ჩავაყენებთ საქმის კურსში მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევებზე რეგიონში და შავი ზღვის აუზში“, – განაცხადა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმირ ჩაჩიბაიამ.

პრეზიდენტი: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს შეხვედრის შეფასებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ გვერდზე არ დევს, თუმცა  რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადებიდან საზოგადოებამ გაიგო რომ “არც ჯარი გვყავს და არც გვეყოლება.”  მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა რომ მთავარსარდლის სიტყვები “კონტექსტიდან ამოვარდნილია” და ის სხვა რამეს გულისხმობდა. აქვე განმარტებული იყო “თარგმანი” რა იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა და მედიამ “არასწორად” გაიგო. კიდევ მოგვიანებით პირადად პრეზიდენტმა თავის ფეისბუქ გვერდზე აღნიშნა, რომ ის ბულინგის მსხვერპლია.

“რას ემსახურება პრეზიდენტის ბულინგი?” – სალომე ზურაბიშვილი პირადად აკეთებს განმარტებას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები