ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი, ბარბადოსელი ლამაზმანი რიანა და არაბეთის პრინცი, ჰასან ჯამილი ერთმანეთს დაშორდა, ასევე ცნობილი ხდება ის ფაქტი, რომ პრინცმა ტაბლოიდებს მათი ერთობლივი ფოტოების წაშლა მოსთხოვა.
რიანას ყოფილმა შეყვარებულმა ტაბლოიდებს მისი და რიანას საერთო ფოტოების წაშლა მოთხოვა
პორტალი BlackSportsOnline-ის დამაარსებელი წერს, რომ ჯამილმა 3 წლის წინ გადაღებული ფოტოების წაშლა მოინდომა, თანაც პრინცის ინტონაციაში მუქარა უფრო ჩანდა, ვიდრე თხოვნა
ახლა კი ირკვევა, რომ რიანა და ჰიპ-ჰოპ არტისტი, ეისეფ როქი ერთმანეთს ხვდებიან. ტაბლოიდებმა წყვილი რამდენჯერმე ერთად შენიშნეს, ჯერ Yams Day 2020-ის ფარგლებში გამართული კონცერტის კულისებში, შემდეგ კი ნიუ-იორკში, საქველმოქმედო საღამოზე.
როგორც ჩანს, რიანას აღნიშნული ურთიერთობის გახმაურება ჯერ არს სურს, რადგან ის არაბეთის პრინცს ახლახანს დაშორდა, ტაბლოიდები იმას ვარაუდოვბენ, რომ რირიმ პრინცს სწორედ როქთან უღალატა.
„ღონისძიების შემდეგ მათ სასტუმროში ერთი ნომერი აიღეს“– იუწყება სანდო წყარო.
სანამ აღნიშნული ინფორმაცია თავად ვარსკვლავების მხრიდან დადასტურდება, გავიხსენოთ მათი ერთობლივი ნამუშვარი.