ზუგდიდსა და მესტიაში თვითიზოლაციაში იტალიიდან ჩამოსული 11 ადამიანი იმყოფება, აქედან 7 ზუგდიდში, 4 კი მესტიაშია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას განცხადებით, არცერთ მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
ცრუ იმედია იმის თქმა, რომ კორონავირუსი ზაფხულში უბრალოდ გაქრება – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი
დღეს ახალი კორონავირუსით ინფექციაზე ტესტირება კიდევ 17 ადამიანს ჩაუტარდება.ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში 46 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. ინფიცირებული პაციენტებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კვლავ საშუალოზე მძიმეა.კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანი იმყოფება. რაც შეეხება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პირებს, მათი რიცხვი 42-ს შეადგენს.
გამყრელიძე: ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება, ნუ დავმალავთ სიმპტომებს
იტალიური კლასტერის 50 კონტაქტის შესწავლა მიმდინაროებს- "პანიკას ნუ მივეცემით, მეტი სიფხიზლე უნდა გვქონდეს და სამოქალაქო პასუხისმგებლობა"
საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 12 ადამიანიდან 10 პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიაში მოგზაურობის ისტორიას. ამჟამად მიმდინარეობს იმ ადამიანების კვლევა, ვისაც კონტაქტი ჰქონდათ იტალიასთან დაკავშირებული კორონავირუსის დადასტურებულ შემთვევებთან.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის მე-10 შემთხვევა ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს დაუდასტურდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე 100 ათასს გადასცდა – ახალი სტატისტიკა მსოფლიო მასშტაბით
