LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალთაყვის სანაპირო ზოლის მოწყობა 18 მლნ–ზე მეტი დაჯდება

362

მალთაყვაში, ზღვის სანაპირო ზოლზე ბულვარის მშენებლობა-კეთილმოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება.

ამ ეტაპზე სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს ელექტროენერგიის, წყლის, საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია ქალაქს დამატებით ფუნქციას სძენს. თუ ამ დრომდე ქალაქ ფოთს მხოლოდ საპორტო ქალაქად იცნობდნენ, აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ის ტურისტული ქალაქის სტატუსსაც შეიძენს, რომელსაც კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლი ექნება.

პროექტის ღირებულება 18 500 508 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g