საოჯახო ტექსტილის ბრენდი TAC-ი მომხმარებელს გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით სიახლეებს სთავაზობს. როგორც”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, 3 -დან 8 მარტის ჩათვლით, ”თაჩის” ყველა მაღაზიაში მომხმარებელი ფასდაკლების აქციით ისარგებლებს.
„3-დან 8 მარტის ჩათვლით, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში,ჩვენს ყველა ფილიალში: საბნები, პირსახოცები, „პლედები“,საწოლის თბილი გადასაფარებლები და თეთრეული 20% დან 30 %-ისფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ“, – აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, ამჟამად TAC-ის ტექსტილი ხელმისაწვდომია მხოლოდ დედაქალაქში არსებულ ფილიალებში. თუმცა „იპოვე შენი სტილი“ – გვთავაზობს „თაჩი“ და უახლოეს მომავალში მაღაზიების გახსნას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს.
TAC-ი, Brielle, CASABEL-ი, Linens-ი, Teona, Kristal -ი – ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომლის პროდუქციის შეძენაც TAC -ის მაღაზიებშია შესაძლებელი.
„ჩვენს მაღაზიებში წარმოდგენილი ტექსტილის მრავალფეროვანი არჩევანი გულგრილს ყველაზე პრეტენზიული გემოვნების მქონე კლიენტსაც კი ვერ დატოვებს. სხვადასხვა საფასე კატეგორიის პროდუქცია ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, მისთვის სასურველი ტექსტილი შეიძინოს,“ – აცხადებენ თაჩში.
TAC უმსხვილესი თურქული ჰოლდინგის ZORLU-ს წევრია, რომელიც 4 საქმიანობის არეალს აერთიანებს: ტექსტილი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, უძრავი ქონება და ელექტროენერგიის გამომუშავება.