LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეღავათები მივიღეთ და შეზღუდვების რა ეტაპებს გავივლით: მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად

1220
BeFunky-collage (16)

საქართველოში შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის გახსნის პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანი გეგმა წარადგინა.

მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მოხსნის ეტაპებს შორის იქნება ორკვირიანი ინტერვალი, რომელიც ვითარების შეფასების შესაძლებლობას იძლევა და რომელიც აჩვენებს, იყო თუ არა შეზღუდვების მოხსნა ეფექტური.

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ ამ შეზღუდვებს არ დავუბრუნდებით”

პირველი ეტაპი უკვე 27 აპრილს დაიწყება. ორშაბათიდან შეზღუდვის მოხსნა ეხება მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს და ეს არ მოქმედებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.

თუმცა, პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა მხოლოდ 2 დღით – ორშაბათსა და სამშაბათს დაუშვებს გამონაკლისს და საშუალებას მისცემს ადამიანებს, დაბრუნდნენ იქ, სადაც შეზღუდვების გამო ვერ მოახერხეს ჩასვლა.

ორი დღით დავუშვებთ გამონაკლისს და აღვადგენთ საქალაქთაშორისო გადაადგილებას – გიორგი გახარია

გეგმის მიხედვით, ასევე გაიხსნება ონლაინ-ვაჭრობა, შეუფერხებლად მოხდება მიტანის სერვისის ოპერირება, ასევე გაიხსნება ღია ტიპის აგრარული ბაზრები. შემდეგ ეტაპებზე კი გაცილებით უფრო მეტი საქმიანობა გახდება ნებადართული.

უფრო დეტალურად, ყოველი მომდევნო ეტაპები ასეთია:

 

 

 

 

დღესვე, ცნობილი გახდა, თუ როგორ დაეხმარება მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებულ მოქალაქეებთან ერთად, ბიზნესს.
მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მთლიანი მოცულობა დაახლოებით 3.5 მილიარდით განისაზღვრება.საუბარია უმუშევრად დარჩენილების, დამსაქმებლების, სოციალურად დაუცველების, პენსიონერების და სხვა ჯგუფების დახმარებაზე.

მთავრობა უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარება

 

 

 

იდენტიფიცირების შემდეგ, თვითდასაქმებულებს ერთჯერადად 300 ლარით დავეხმარებით – პრემიერი

750 ლარის ხელფასი 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადიდან თავისუფლდება

 

2021 წლიდან პენსია გაიზრდება – მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

 

magti 5g