61 წლის პოპ-ვარსკვლავმა მადონამ „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა, სადაც ის თავის შეყვარებულთან, აჰლამალიკ უილიამსთან ერთად პოზირებს. მადონას შეყვარებულს 26 წელი შეუსრულდა, მადონამაც გადაწყვიტა მას დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობითაც მიელოცა.
„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ძვირფასო, კარანტინის დროს შენზე უკეთესი კომპანიონის პოვნა შეუძლებელია“, – წერს მადონა.
შეგახსენებთ, წყვილმა ერთმანეთს 2015 წელს გაიცნო, აჰლამალიკი მოცეკვავეა და ის მადონას პარტნიორობას უკვე დიდი ხანია უწევს.
61 წლის მადონამ და მისმა 25 წლის შეყვარებულმა ვალენტინობა იტალიურ რესტორანში აღნიშნეს
ტაბლოიდებმა ისინი იტალიური რესტორნიდან გამოსულები დააფიქსირეს. მადონა მშვენივრად გამოიყურებოდა