მოდელმა ჯიჯი ჰადიდმა გასულ კვირას 25 წლის იუბილე აღნიშნა. ის და თავისი შეყვარებული, ჯგუფ One Direction-ის წევრი, ზეინ მალიკი თვითიზოლაციის პერიოდს ჯიჯის ოჯახთან, პენსილვანიაში ატარებენ. სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ჯიჯი და ზეინი პირველ შვილს ელოდებიან, ჯიჯი უკვე ორსულობის მე-20 კვირაში იმყოფება. ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, წყვილი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდება. 2018 წელს ისინი დაშორდნენ, თუმცა, მიმდინარე წელს კვლავ შერიგდნენ.