LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ გაფრინდები, დაიბრუნე ფული: ქართულ რეალობაში მოგზაურობის დაზღვევა შემოდის

92

ქართულ სადაზღვეო ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდება. კომპანია ”ალდაგი” მომხმარებელს ”ტურის დაზღვევას” სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ინდივიდუალური დაზღვევის ფარგლებში, “ალდაგის” ახალი პროდუქტი ავია ბილეთების და სასტუმროს საფასურის დაფარვას გულისხმობს.

”მომხმარებლებს აღნიშნული ხარჯები სრულად აუნაზღაურდებათ, იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ტური გაუქმდება, ან გადაიდება სხვადასხვა გაუთვალისწინებელი რისკების დადგომისას”, – აღნიშნეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, ახალი პროექტის წარდგენა, დღეს, 23 მარტს 19:00 საათზე, „გარდენ ჰოლში“ (ილიას ბაღი, აღმაშენებლის გამზ. # 73) გაიმართება.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე საქართველოს რამდენიმე დღეღა რჩება. შესაბამისად, ტურების დაზღვევის საკითხი დროული იყო. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქისთვის ევროკავშირი/შენგენის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის შემდეგ, რიგ შემთხვევაში მის უკან დაბრუნებისთვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯებს დაფარავს გადამყვანი კომპანია, ხოლო რიგ შემთხვევაში, თავად მოქალაქე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები