LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 11.1%–ით გაიზარდა

220

2017 წლის იანვარი – აპრილის თვის მონაცემებით საქართველოს 1,776,719 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.1%-ია. მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 736,265 შეადგინა (ზრდა +26.9%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+4.9%), სომხეთიდან (+14.6%), თურქეთიდან (-15.5%), რუსეთიდან (+24.1%) და ირანიდან (+227.3%) განხორციელდა.

ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – აპრილში გამოირჩნენ გერმანია +43%, პოლონეთი +30%, საფრანგეთი +30%, გაერთიანებული სამეფო +26% და ლიტვა +25%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +227%, უზბეკეთი +190%, ინდოეთი +140%, საუდის არაბეთი +116%, ისრაელი +67% და რუსეთი +24%.

მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 138 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 239,075-ს შეადგენს. 1,900-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 10 ქვეყნიდან, ჯამში 205,410 (მთლიანი ზრდის 86%).

რაც შეეხება, მიმდინარე წლის აპრილის თვეს საქართველოს 510,594 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.2%-ით მეტია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით საქართველოში 222,622 საერთაშორისო ვიზიტორი გაჩერდა (ზრდა +29.7%).

2017 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+13.2%), აზერბაიჯანიდან (+7.1%), თურქეთიდან (-19.2%), რუსეთიდან (+16.5%) და უკრაინიდან (+27.2%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, აპრილში გამოირჩნენ გერმანია +74%, გაერთიანებული სამეფო +51%, ლიტვა +43% და პოლონეთი +26. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან უზბეკეთი +332%, საუდის არაბეთი +207%, ირანი +184%, ინდოეთი +114%, ისრაელი +57% და ამერიკის შეერთებული შტატები +34%.

2017 წლის აპრილის თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 130 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 70,090-ს შეადგენს. 1,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 10 ქვეყნიდან, ჯამში  ამ ქვეყნებიდან ზრდა 54,830-ია (მთლიანი ზრდის  78%).

ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ იმ ქვეყნებიდან ფიქსირდება, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება.

magti 5g