LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია, 8 პაციენტის წყაროს დადგენაზე ჯერ კიდევ მუშაობენ – თამარ გაბუნიას განმარტება

169
publika.ge--1-46

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტის წყაროს დადგენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თამარ გაბუნიას განმარტებით, მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეინარჩუნოს ვირუსის გავრცელების ნელი ტემპი და არ მოხდეს მისი სწრაფი გავრცელება. გაბუნიას განცხადებით, სულ 10-მდე პაციენტი იყო, რომელთა ინფიცირების პირველწყაროს მოძიება მიმდინარეობდა, თუმცა 2-ის წყაროს დადგენა მოხერხდა.

„წყაროს დავადგენთ თუ ვერ დავადგენთ, ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, ვირუსი არის ჩვენ გარშემო და ეს სადავო თემა არ არის. შესაბამისად, ის გამაფრთხილებელი ზომები, რაზეც სულ ვსაუბრობთ – გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ ფიზიკური დისტანცირება და მოვერიდოთ დიდი დაბადების დღეების, ქორწილების, მსგავსი ტიპის ღონისძიებების აღნიშვნას, ძალაში რჩება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ გავრცელების ნელი ტემპი, ვირუსი არ გავრცელდეს სწრაფად და პიკურად. ბუნებრივია, ეს რისკი არსებობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g