LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

​ფოტო: კანიე უესტი მეგასახლს აშენებს

98
2ab88141ba894a46ab8412c5c2b3b2f8-xl

კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი უზარმაზარი ქონების მფლობელები არიან. უძრავ ქონებას შორის, რომელსაც 21-ე საუკუნის ყველაზე რეიტინგული ჰიპ-ჰოპ არტისტი ფლობს,  ყველაზე გამორჩეული ალბათ უაიომინგის შტატში მდებარე ვილაა, რომელის უესტმა გასულ წელს, 14 მილიონ დოლარად შეიძინა.

საკუთარი ტბა, მთები და კანიონები -კანიე უესტმა 14 მილიონ დოლარად რანჩო შეიძინა (ფოტო)

კანიე უესტი უაიომინგის შტატში კიდევ ერთ რანჩოს Bighorn Mountain Ranch ყიდულობს. რანჩოს ფასი 14 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო მიწის ფართობი 2,717 ჰექტარი

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ კანიე ამავე შტატში მეგასახლს აშენებს, სახლი ტბასთან იქნება განთავსებული და 10 000 კვადრატულ მეტრ ფართს დაიკავებს. სახლში 10 საძინებელი იქნება. ჰიპ-ჰოპ არტისტი ახალ სახლში მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად იცხოვრებს.

შეგახსენებთ, უესტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს აღარ ენდობა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოებას თავად აპირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები