LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინური ბანკი საქართველოში 100%-ით კომერციული იქნება

252

ჩინეთის მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საქართველოში ჩინური ბანკის შემოსვლას და ეს ბანკი 100%-ით კომერციული იქნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მედიასთან საკითხის კომენტირებისას ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთში ჯერ მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტი გაფორმდა, რომლითაც ინვესტორებმა აიღეს ვალდებულება შექმნან $300 მილიონის საწესდებო კაპიტალის ბანკი, მომავალში კი,  კაპიტალი 1 მილიარდამდე გაზარდონ.  

ქუმსიშილი ამბობს, რომ  ეროვნულ ბანკთან  ძალიან აქტიური თანამშრომლობა და ურთიერთობა მიმდინარეობს, მოუხედავად იმისა, რომ  გასულ კვირას,  სებ-ის პრეზიდენტმა მხოლოდ ადრეული კონსულტაციები დაადასტურა.  ფინანსთა მინისტრის ინფორმაციითვე, ქართულმა მხარემ ჩინეთის ვიცე პრემიერისგანაც მიიღო ამ ბანკის დაფუძნებაზე მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, ახალი ბანკის გაცხადებული კაპიტალი 1 მლრდ. აშშ დოლარი, ხოლო შევსებული კაპიტალი – 300 მლნ აშშ დოლარი იქნება. ბანკის დამფუძნებლები არიან ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ი და კომპანია „Eurasian Invest LLC”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g