12 წლის თიკო თედორაძეს, რომლის ოჯახიც ხელვაჩაურში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა, ფონდი ”კეთილსოფელი” ბინას გადასცემს.
პროექტის ხელმძღვანლმა ”ფორტუნას” საუბარში აღნიშნა, რომ მისთვის მომხდარი ამბის მოსმენა ძალიან ემოციური იყო. შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადაწყვიტა, ზომების მიღება.
“გმადლობთ უფალო!… ამ სიტყვებს ალბათ ოდესმე იტყვის ჯოჭოში, მეწყერში მოყოლილი ოჯახის, ბედათ გადარჩენილი პატარა გოგონა, მე – 6 კლასელი თიკო თედორაძე.
„კეთილსოფელის“ გუშინდელ გადაწყვეტილებას, საუკუნის პროექტის კიდევ ერთი გულნატკენი ბავშვის სიხარული მოჰყვება. პატარა თიკო, „კეთილსოფლის“ მკვიდრი და დიდი ოჯახის წევრი გახდება… მწუხარება და სიხარული ადამიანს მოულოდნელად დაატყდება თავს და სწორედ დღევანდელი დღე იყო თიკოსთვის მოულოდნელი სიხარულისა, სიმშვიდის და მარადიულობის რწმენის”- ნანა სარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, მეწყერმა ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა. სახლში იმ დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა. მშობლებისა და 14 წლის ძმის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, 12 წლის თიკო თედორაძე ოჯახის წევრებისა და საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.
გოგოს, რომელსაც ოჯახი ტრაგიკულად დაეღუპა და სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, გურული დღიურების სტიპენდია დაენიშნება