LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ნოღაიდელი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებმა გააკვირვა

79
ზურა 2

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დავით გარეჯთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო გაკვირვებულია.

საქმე ეხება იმ შინაარსის გამოსვლებს, რაც გამოძიების წინასაარჩევნოდ დაწყებას უკავშირდება.

ნოღაიდელის განმარტებით, ის დაინტერესებულია, გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ყველაფერი გაირკვეს და მისი სახელი გამართლდეს.

რა კავშირი აქვს ზურაბ ნოღაიდელს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებთან

იცნობს თუ არა ის ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას

„მაშინდელი ჩემი კოლეგების განმარტებები დღეს ცოტათი მაცვიფრებს და მაკვირვებს, მათ შორის სააკაშვილისაც. მესმის, რომ ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და სიტუაცია დუღს, მაგრამ თუ ჩვენ ერთი პოზიცია გვქონდა მაგალითად, 2005-2006-2007 წლებში, სხვა პოზიცია ხომ არ გვექნება ახლა წინასაარჩევნო პერიოდში, 2020 წელს? შეიძლება, გამოჩნდა რაღაც ახალი გარემოება 1938 წლის რუკის სახით და, ცხადია, ჩვენ გვინდა, ეს უპირატესობები გამოვიყენოთ”, – თქვა ნოღაიდელმა რუსთავი 2-ის ეთერში.

ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ იქნება, თუ შემდეგ, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გამოძიებისთვის კარგი დრო არ არსებობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g