საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, მმართველ გუნდთან გამართული დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.
ოპოზიციის ლიდერების განმარტებით, დღეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოისმინეს ოპოზიციის მოსაზრება და მოთხოვნები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მათი მხრიდან კი აღინიშნა, რომ ოპოზიციის წინადადებებზე უმრავლესობაში გაიმართება კონსულტაციები და მომდევნო შეხვედრაზე მმართველი გუნდის პოზიცია და გადაწყვეტილებები გახდება ცნობილი.
მორიგი შეხვედრა კი უახლოეს დღეებში გაიმართება.