კორონავირუსით შთაგონებული პირველი ფილმის პირველი ტრეილერი გავრცელდა. Songbird – ასე ჰქვია ფილმს, რომლის სიუჟეტიც 2024 წელს ვითარდება და COVID-23-ის გლობალურ პანდემიაზე მოგვითხრობს. მოვლენები კარანტინის პერიოდს ასახავს და შეყვარებული წყვილის შესახებ გვიამბობს.
ფილმის რეჟისორი ადამ მესონია, ერთ-ერთ მთავარ როლს კი დემი მური ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებები მსოფლიო კარანტინის პერიოდში მიმდინარეობდა. მისი პრემიერა 2021 წელს იგეგმება.