LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციური პარტიები დაფიქრდებიან და საპარლამენტო საქმიანობას შეუდგებიან: მაია ცქიტიშვილი

112
FORTUNA.GE- (4)

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე  რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ისაუბრა ოპოზიციის ბოიკოტის შესახებ. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო საქმიანობას შეუდგებიან:

ოპოზიური პარტიების წარმომადგენლები ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ პასუხისმგებლობას გაიაზრებენ და უახლოეს მომავალში საპარლამენტო საქმიანობას შეუდგებიან“-აცხადებს მაია ცქიტიშვილი

მისივე განცხადებით, მხოლოდ 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეძლო უმნიშვნელოვანესი პროექტების დასრულება.  დასრულდა 20 და დაიწყო 41 ახალი სკოლის მშენებლობა .  ასევე სხვადასხვა რეგიონში განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

” გადაჭარბების გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მიუხედავად ყველა რეგიონის ინფრასტრუქტურული განვითარება უპრეცედენტო მასშტაბით მიმდინარეობს.

დაწყებულია და ბუნებრივია, გაგრძელდება ასეულობით პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ყოფას და დაახლოებს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურას საშუალო ევროპულ დონესთან. 2024 წლამდე გაგრძელდება და დასრულდება ჩქარონსული მაგისტრალების მშენებლობა, რომლებიც ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ნაწილია 2024 წლისთვის, ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგებული, რაც სრულად შეცვლის დინამიკას ჩვენს ქვეყანაში. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალები და განახლებული შიდა გზები დაგვაახლოვებს ევროკავშირთან და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან. შექმნის მეტ შესაძლებობებს რეგიონებში ტურისტების მოსაზიდად, გაადვილებს რეგიონებში წარმოების და სხვა ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას და მოიტანს მეტ დასაქმებას, მეტ სარგებელს რეგიონებში მცხოვრებ თითოეულ ოჯახში” – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა.
magti 5g