ეპიდემიის კონტროლის ეტაპზე გარკვეულწილად დავბრუნდით – ასე აფასებს ქვეყანაში დღეს შექმნილ ეპიდსიტუაციას ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.
როგორც მან „ფორტუნას“ გადაცემაში დღის თემა აღნიშნა, მიუხედვაად დადებითი დინამიკისა, შეზღუდვების მოხსნა გარკვეულ ეფექტს იქონიებს ვირუსის გავრცელების მაჩვენებელზე.
“ბოლო 10 დღის განმავლობაში სტაბილურად იგრძნობა კლების ტენდენცია. კლება შედარებით მაღალია ორშაბათობით, როცა შაბათ-კვირის მონაცემებს ვაფასებთ. ეს მთელ მსოფლიოში ასეა.
შეიძლება იყოს მცირედი ზრდა, თუ მოსახლეობა დაიცვას მაქსიმალურად ღონისძიებებს. სამწუხაროდ, 100%-იანი უზრუნველყოფა პირბადის ტარების დაცვის ღონისძიების შეუძლებელია, მაგრამ ის რაც იქნება, გარკვეულ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეპიდემიაზე კონტროლი შევინარჩუნოთ”- განაცხადა “ფორტუნასთან” საუბრისას ოთარ ჩოკოშვილი.
შეზღუდვების შედეგები ბიზნესმაც და ადამიანებმაც საკუთარ თავს დააბრალონ: პაატა იმნაძე