LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

57
FORTUNA.GE-

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის კიდევ 124 შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

როგორც შტაბში განაცხადეს, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში სულ 489 ტესტი ჩატარდა.

მონაცემები ამ დროისთვის რეგიონში ასეთია:

  • გუდაუთას საავადმყოფოში მოთავსებული 112 ადამიანიდან 101 კოვიდინფიცირებულია.
  • 32 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 30-ის კი საშუალო სიმძიმის.
  • სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ის დიაგნოზით 35 პაციენტს მკურნალობენ, ოჩამჩირეში – 22-ს.
  • ოკუპირებულ აფხაზეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ კორონავირუსის 8 135 შემთხვევაა დაფიქსირებული.
  • ინფექცია დაამარცხა 6 345-მა ადამიანმა, 102 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსის შეკავების მიზნით, მოქმედებს რეგულაციები – დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სპორტული და გასართობი დაწესებულებები. შეწყვეტილია სწავლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g