80-იანი წლების კინოვარსკვლავი ორნელა მუტი ახლა 65 წლისაა. ის ისე აქტიურად აღარ ჩნდება კინოეკრანებზე, როგორც უწინ. სამაგიეროდ მისი ადგილი შვილებმა დაიკავეს. ვარსკვლავს სამი შვილი ჰყავს და სამივე მსახიობია. მუტი ჯერ კიდევ დამწყები მსახიობი იყო, როცა საყვარელი მამაკაცისგან დაორსულდა და გოგონა, ნაიკე რიველი შეეძინა. მსახიობი მალავდა მამის ვინაობას, მოგვიანებით კი მსახიობ ალესიო ორანოს გაჰყვა ცოლად და თქვა, რომ შვილი მისგან ჰყავდა. როდესაც წყვილი 1981 წელს განქორწინდა, მამაკაცმა სიმართლე აღიარა და განახცადა, რომ ნაიკე მისი ქალიშვილი არ იყო. ამის შემდეგ ორნელა პროდიუსერ ფედერიკო ფაკინეტიზე გათხოვდა, რომლისგანაც მას ორი შვილი, კაროლინა და ანდრეა შეეძინა. წლების შემდეგ ფაკინეტი ფინანსურ მაქინაციებში ამხილეს და ორნელა მას მალევე დაშორდა. ამას მოჰყვა ქორწინება პლასტიკურ ქირურგთან, სტეფანო პოკოლოსთან, რომელიც ორნელაზე 10 წლით პატარა იყო. ახლა მუტი ბიზნესმენ ფაბრის კერერვეს ხვდება.
ორნელას შვილები მსახობები არიან. უფროსი, ნაიკე რიველი მსახიობი, მომღერალი და მოდელია. ასევე მსახიობები არიან ანდრეა და კაროლინა. ანდრეას ანგარიშზე 7 სრულმეტრაჟიანი ფილმია.