LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტმა კიმ კარდაშიანს ჯეფრი სტართან უღალატა? – ახალი სკანდალი

1379
page

გასული წლის ზაფხულში რეალითი შოუს ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანისა და ჰიპ-ჰოპ არტისტის, კანიე უესტის  ქორწინებაში ბზარი გაჩნდა, მათ ურთიერთობა დაეძაბათ. ახლახანს კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ 6 წლიანი ქორწინების შემდეგ, ისინი შორდებიან. თუმცა, საქმე არც თუ ისე მარტივადაა, წყვილი 22,2 მილიარდ დოლარს ფლობს და ქონების გაყოფა მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ ორივესთვის ყველაზე სასურველი „ჰიდენ ჰილზში“ მდებარე 60 მილიონი დოლარის ღირებულების ვილაა, რომლის ფართიც 15 667 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

„კიმი ცხოვრებას სერიოზულად უყურებს, ის ახლა ადვოკატურაზე სწავლობს და რეფორმების საქმეზე აქტიურად მუშაობს, ამ დროს კი კანიე საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას და რაღაცეებს ბოდავს, სწორედ ეს არის უთანხმოების მიზეზი“, – აცხადებს ინსაიდერი.

როგორც დასავლური მედია იუწყება, რეალითი შოუს ვარსკვლავი  და მისი 43 წლის მეუღლე ერთი წლის განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ახლახანს ახალი დეტალები გამოიკვეთა, ვარსკვლავური წყვილის დაშორების მიზეზად კანიესა და ჯეფრი სტარის რომანი დასახელდა, თუმცა ოჯახთან დაახლოებული პირები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. თუ რა გახდა  აღნიშნული ვერსიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის,  ჯეფრი სტარი არატრადიციული ორიენტაციის „მეი ქაპ“ არტისტი, Jeffree Star Cosmetics-ის დამფუძნებელი და მფლობელია. გამოცემა „ფორბსის“ მონაცემებით, ვარსკვლავმა „იუთუბიდან“ 18 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2014 წელს დაქორწინდნენ. წყვილი 4 მცირეწლოვან შვილს ზრდის. აღსანიშნავია, რომ კიმისთვის ეს მესამე ქორწინებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები