LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი დღეც არ ყოფილა, შენზე არ მეფიქრა“ – სელინ დიონი გარდაცვლილ მეუღლეს მიმართავს

379
38036108-0-image-a-33-1610693120238

მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი მომღერლის, სელინ დიონის მეუღლის, რენე ანჟელილის გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა. 52 წლის დიონმა მისი ხსოვნის საპატივცემულოდ „ინსტაგრამზე“ ვრცელი პოსტი გაავრცელა, რომელიც ორ ენაზე, ინგლისურად და ფრანგულად იყო დაწერილი.

„რენე, უკვე ხუთი წელი გავიდა… ერთი დღეც არ ყოფილა, რომ  შენზე არ მეფიქრა. ჩვენ გვსურს, ისე როგორც არასდროს ხმა მოგაწვდინოთ, რათა გაგვიძღვე და დაგვიცვა. ჩვენს გულებში ცხოვრობ. გვიყვარხარ – სელინი, რენე-შარლი, ნელსონი და ედიე“, – წერს მომღერალი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Céline Dion (@celinedion)

ცნობისთვის, სელინმა მეუღლე 12 წლის ასაკში გაიცნო. მალე რენე სელინის მენეჯერი გახდა.  წყვილმა 1994 წელს იქორწინა. მათ სამი შვილი ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები