“კეთილშობილი ქართველის მიერ ნაჩუქარი ამ წინდებით, ახლა, სიარული გაცილებით სასიამოვნოა”, – წერს “ტვიტერზე” ევროპარლამენტარი ვიოლა ვონ კრამონი და აქვეყნებს ფოტოებს წინდებით, რომლებზეც საქართველოსა და ევროკავშირის დროშებია გამოსახული.
კრამონი აღნიშნავს, რომ საქართველო და ევროკავშირი არის შესანიშნავი წყვილი და ის, გაერთიანებასთან ერთად მზად არის, დამატებითი კილომეტრები გაიაროს.
ევროპარლამენტარი ასევე ეხმიანება საქართველოში ევროპის საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ფაქტს და წერს, რომ სწორედ ამ იდეალური ტანდემის გამო დაინიშნა კრიზისის მედიატორად კრისტიან დანიელსონი.
“საქართველო და ევროკავშირი შესანიშნავი წყვილია, სწორედ ამიტომ დავნიშნეთ კრისტიან დანიელსონი კრიზისის შუამავლად.
ევროპარლამენტი და მე მზად ვართ, გავიაროთ დამატებითი კილომეტრები. კეთილშობილი ქართველის მიერ ნაჩუქარი ამ წინდებით, ახლა, სიარული გაცილებით სასიამოვნოა.” – წერს კრამონი.

