წლის დასაწყისში, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 6 წლიანი ქორწინების შედეგ ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზის შესახებ დღემდე არ არის ცნობილი, თუმცა მათ ქორწინებაში ბზარი ჯერ კიდევ გასულ წელს გაჩნდა.
კიმ კარდაშიანი რეალითი შოუში კანია უესტთან დაშორების შესახებ დეტალურად ისაუბრებს – კანიე გაცეცხლებულია
4 შვილის მამა ბავშვებზე თანაბარ მეურვეობას ითხოვს, ასევე გამოცემა PageSix-ის ცნობით კანიე, რომელიც თავს მიქელანჯელოსა და პიკასოს ადარებს, იმედოვნებს, რომ მისი მომავალი პარტნიორი ხელოვნების სფეროდან იქნება, რათა მათ ერთ ენაზე საუბარი შეძლონ.
„იმედია ჩემი მომავალი პარტნიორი ხელოვანი იქნება, რათა ჩვენ ერთ ენაზე საუბარი შევძლოთ“, – განაცხადა ჰიპ-ჰოპ არტისტმა ინსაიდერთან საუბრისას.
სულ ცოტა ხნის წინ კი ინტერნეტსივრცეში წარმოუდგენელი ინფორმაცია გავრცელდა, დასავლური მედია იუწყება, რომ 40 წლის კიმი რეპერ დრეიკს ხვდება, თუმცა ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჭორებია.