LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სელფია“ – სილვესტერ სტალონე ვარსკვლავურ ვიდეოს ავრცელებს

267
page

„შეუჩერებელნის“ პირველი სერია ჩვენ 2010 წელს ვიხილეთ, მას მე-2 და მე-3 სერიებიც მოჰყვა, 2014 წელს კი მესამე ნაწილის გამოსვლით დასრულდა. და აი, ის გრძელდება. აპრილში ინფორმაცია დადასტურდა, რომ ფილმის, მე-4 ნაწილის გადაღებები მიმდინარე წლის  შემოდგომაზე დაიწყება.

ამის დასტურად სილვესტერ სტალონემ სოციალური ქსელის საშუალებით უახლესი ვიდეო-სელფი გაავრცელა.

„ბიჭები ქუჩიდან“, – ასე დაასათაურა „როკი ბალბოას“ ვარსკვლავმა ვარსკვლავური სელფი.

მასთან ერთად ისეთი ვარსკვლავები გამოჩნდნენ, როგორებიც არიან: ჯეისონ სტეტჰემი, არნოლდ შვარცენეგერი, ანტონიო ბანდერასი, დოლფ ლუნდგრენი, მელ გიბსონი, ჰარისონ ფორდი და ა.შ… მოკლედ ძალიან მაგარი ბიჭები ერთად შეიკრიბნენ და მალე გადაღებებსაც შეუდგებიან.

„შეხედეთ, ეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სელფია“, –  ამბობს სტალონე.