LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა “ოცნების” გადაწყვეტილებების რევიზია დაიწყო, მარგველაშვილმაც ვეტოებით დაიწყო და ვნახეთ, სადამდეც მივიდა: იოსელიანი

74
ლევან იოსელიანი

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებების რევიზია დაიწყო.

ლევან იოსელიანის თქმით, ეს გამოიხატება იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკოსებს ჰკითხა, თუ რამდენად სწორად მიაჩნიათ კანონპროექტთან დაკავშირებით მირებული გადაწყვეტილება.

იოსელიანი ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი ამნისტიის კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მაშინ “ქართულ ოცნებას” უკან დახევა მოუწევს:

“პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისთანავე გამოჩნდა, რომ მას “ქართული ოცნების” პოლიტიკისგან განხვავებული მიდგომები აქვს – ის დაადგება გზას, როცა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის იმიჯს მოირგებს.

პრეზიდენტმა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებების რევიზია დაიწყო. რევიზია დაიწყო იმით, რომ პოლიტიკოსები დაიბარა და ჰკითხა, თუ რანდენად სწორად მიაჩნიათ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან” დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.” – თქვა იოსელიანმა.

იოსელიანმა აღნიშნა, რომ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილ ცვლილბებზე აშშ-ს საელჩოს განცხადების შემდეგ, ასევე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების შემთხვევაში, მმართველ გუნდს მიღებული ცვლილებების გადახედვა მოუწევს. პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ “ზურაბიშვილის წინამორბედმა პრეზიდენტნმა გიორგი მარგველაშვილმაც ვეტოებით დაიწყო და ყველამ ნახა, თუ სადამდე მივიდა”.

magti 5g