LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექს როდრიგესის პირველი კომენტარი ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის რომანზე

9763
page

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ბენ აფლეკისა და ჯეი ლოს ფლირტი ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო. ბენმა ყოფილ საცოლეს მაშინ მისწერა, როდესაც ის დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა და ჯოშ დუამელთან და ლენი კრავიცთან ერთად ფილმზე, Shotgun Wedding მუშაობდა. მასთან ერთად იყო მისი საქმრო, ალექს როდრიგესიც.

აი საიდან დაიწყო ყველაფერი – „ბენიფერის“ „მეორედ მოსვლის“ შესახებ ახალი დეტალები იკვეთება

ვიდეო: „ორივე ძალიან მიყვარს“ – მეთ დეიმონი ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის განახლებულ ურთიერთობაზე ალაპარაკდა

ინსაიდერების განცხადებით, ალექსი ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის რომანით შოკირებული იყო, თუმცა ოფიციალურ კომენტარი ამის შესახებ არ ჰქონდა გაკეთებული.
მოხერხებულმა ჟურნალისტებმა მაინც შეძლეს როდრიგესის გამოჭერა და მას ყოფილი საცოლისა და აფლეკის რომანტიკული მოგზაურობის შესახებ ჰკითხეს. ის ღიმილიანი გამომეტყველების შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობდა. ჟურნალისტებს კი ყოფილმა სპორტსმენმა ასე უპასუხა: – „წინ იანკებო!“
საქმე ისაა, რომ ალექსი ბეისბოლის გუნდის „ნიუ იორკ იანკისის“ გულშემატკივარია, ბენი კი მათი მოწინააღმდეგე გუნდის, Boston Red Sox-ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები