LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა მიშა დავამშვიდო, მის მიერ აშენებული ლამაზი შენობები წყალში არ ჩაიძირება: გოცირიძე

97
Untitled design (4)

“მინდა ამ ახალი ინფორმაციით დავამშვიდო მიშა, რომელმაც გუშინ ნიკა გვარამიასთან საუბარში განაცხადა, რომ მის მიერ ქუთაისში აშენებული ლამაზი შენობები შეიძლება წყალში ჩაიძიროს,” – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე მიხეილ სააკშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, “მისთვის წარმოუდგენელია, მდინარე რიონი გააქრონ და წარმოუდგენელია, ისეთი პროექტი ყოფილიყო, რომელიც ქუთაისს შეუქმნიდა საფრთხეს”.

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, რომ ექსპერტის განცხადებით,  ნამახვანის დანგრევის შემთხვევაში არა 19 მეტრიანი, არამედ 4 მეტრის სიმაღლის ტალღა იქნება, 4 მეტრის სიმაღლის წყალი კი შუშის პარლამენტის მხოლოდ ორ სართულს დატბორავს:

“გუშინ ექსპერტმა ბრძანა, ნამახვანი რომ დაინგრეს, არ იქნება 19 მეტრის სიმაღლის ტალღა, მხოლოდ 4 მეტრის სიმაღლის იქნებაო.
მინდა ამ ახალი ინფორმაციით დავამშვიდო მიშა, რომელმაც გუშინ ნიკა გვარამიასთან საუბარში განაცხადა, რომ მის მიერ ქუთაისში აშენებული ლამაზი შენობები შეიძლება წყალში ჩაიძიროს. არ მოხდება ასე. 4 მეტრის სიმაღლის წყალი შუშის პარლამენტის მხოლოდ ორ სართულს დატბორავს.” – წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების უმრავლესობა ადამიანურად ესიმპათიურება და უმეტესობის მოტივაცია  აბსოლუტურად სუფთა და სწორია:

“თქვენც იყავით იმ ეპოქაში, როდესაც საქართველო ბოლომდე ჩაბნელებული იყო. არ შეიძლებოდა, რომ ჩვენ თავიდან არ აგვეშენებინა ჰესები. ვინც მაგას მეტყვის, რომ როგორ არ მოგტყდათ ის ხელი, რომლითაც დაიწყეთ ენერგეტიკაში წესრიგის დამყარება, ჰესების მშენებლობა, იმ ადამიანს უნდა შევარდნაძის ჭაობში. მეორე საკითხია, რომ მე ავიყვანე ტურისტების რაოდენობა 50 ათასიდან 7 მილიონამდე. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე მიმეღო გადაწყვეტილება, რომ მდინარე რიონი, საქართველოს ისტორიული მნიშვნელოვანი და ულამაზესი მდინარე, შეგვეყვანა მილში? ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მდინარე რიონი გავაქროთ და წარმოუდგენელია, რომ ისეთი პროექტი ყოფილიყო, რომელიც ქუთაისს შეუქმნიდა საფრთხეს… ქალაქი, რომელშიც ამხელა გული და სული ჩავდეთ, წაეღო წყალს.” – თქვა სააკაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g