ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის სასამართლო პროცესი უკვე 4 წელი მიმდინარეობს. ბრედ პიტი ბიოლოგიურ შვილებზე თანაბარი მეურვეობის მოპოვებას ცდილობდა. პროცესის მსვლელობისას, არაერთი სკანდალური ფაქტი გამოიკვეთა, ანჯელინა ჯოლი ბრედს შვილებზე ძალადობაშიც ადანაშაულებდა, მან ამის დამამტკიცებელი საბუთებიც წარადგინა.
და აი, როგორც იქნა სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა. პრედ პიტმა შვილებზე საერთო მეურვეობა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მეურვეობის შესახებ შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. სავარაუდოდ უახლეს ცნობებს მალე შევიტყობთ.
„ბრედს უბრალოდ სურდა საკუთარ შვილებთან უფრო მეტი დრო გაეტარებინა“, – აცხადებს ინსაიდერი.