LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმნის ტყე-პარკში დაკარგული ახალგაზრდების გამოყვანის ოპერაცია დასრულდა

72
Untitled design (2)

აბასთუმნის ტყე-პარკში დაკარგული ახალგაზრდების ტყიდან გამოყვანის ოპერაცია დასრულდა.

მეხანძრე-მაშველებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა ახალგაზრდები იპოვეს. გამოყვანის ოპერაცია ღამით, დაახლოებით 2 საათისთვის დაიწყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად.

ახალგაზრდები უსაფრთხო ადგილას ჩამოიყვანეს და არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის ისინი გამოკითხვისთვის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.

“შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა ინფორმაცია დაბა აბასთუმანში გაუჩინარებული ტურისტული ჯგუფის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, 7 ახალგაზრდა მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.

ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა დაიწყეს. ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები. უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ახალგაზრდები ამ დროისთვის უკვე ჩამოყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.” – აცხადებენ უწყებაში.

საძიებო-სამაშველო ოპერაციაში შესაბამისი აღჭურვილობით 50-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. პროცესში ასევე მონაწილეობდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები.

 

magti 5g