ახლა მსოფლიო შოუბიზნესის ყურადღება ირინა შეიკისა და კანიე უესტის რომანისკენაა მიპყრობილი. მას შემდეგ რაც მათ საფრანგეთში რომანტიკული უქმეები გაატარეს, პაპარაცების ობიექტივში ჯერჯერობით აღარ მოხვედრილან.
ფოტო: ახალი ვარსკვლავური რომანი - კანიე უესტი და ირინა შეიკი პაემნის დროს გადაიღეს
ფოტოები საფრანგეთშია გადაღებული, 44 წლის კანიემ და 34 წლის ირინამ რეპერის იუბილე ერთად, სასტუმრო Villa La Coste-ში აღნიშნეს
ამ დროს კი 34 წლის მოდელი 4 წლის ქალიშვილთან ნიუ-იორკში ხშირად ჩნდება. ამჯერად შეიკმა შავი ტყავის შარვალი და თეთრი ტოპი მორგო, რომელსაც „ბარბერის“ ჩანთა შეუხამა.
რაც შეხება მის ქალიშვილს, ჭრელ კაბაში გამოწყობილი ლეა კვლავ საბავშვო ეტლში იჯდა. სხვათა შორის, ამის გამო ირინას ხშირად აკრიტიკებენ.
„ისევ საბავშვო ეტლში უზის“, „როდემდე შეიძლება“, „10 წლის ასაკშიც ეტლით გაასეირნებს?“, „თვითონ გამოპრანჭულია, ბავშვს კი რას აცმევს“, – წერენ კომენტარებში.
2021 „ექსების“ წელია – ირინა შეიკი ქალიშვილს კვლავ ბრედლი კუპერთან ერთად ასეირნებს


