დათო არჩვაძემ ზურა ბაკურაძის ხსნოვნას პოეტ ნანა ცინცაძესთან ერთად ახალი სიმღერა მიუძღვნა. დათო ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ზურა, დღეს მე და ნანა ცინცაძემ ახალი სიმღერა დაგიწერეთ და მოგიძღვენით.
სულ რომ ხუმრობით ჰყვებოდი ყველა ინტერვიუში სიმღერა „ღიღილოზე”- ნანამ და დათომ 5 წუთში დამიწერეს სიმღერაო, მუსიკალურ საგზალსაც გატან იმქვეყნად და როცა იქნება, ჩვენ იქაც ერთად ვიმღერებთ ძმობილო.
„დავბერდით, ტკივილით იცვლება,
ლამაზი ოცნების დღეები
დაგვტოვე უსახურ ფიქრებთან,
ვერავინ მოგხვია ხელები.
დღეს შენი ზღაპარიც დამთავრდა
და დედის ბილიკებს მიყვები,
შენ ჩრდილთან მე მოვალ ამაღამ,
უსიტყვოდ ნათქვამი სიტყვებით.
ჩვენ შენი არყოფნით დავბერდით,
ვერავინ გვაბრუნებს წარსულთან.
გზად შენი სიმღერა ჩაგვესმის,
რომელიც ზეცაში ასულა.
მის:
შავად რომ იყრება ღრუბლები,
ეს ჩვენი ცრემლების კვალია
სევდიან ფიქრებად ბრუნდები,
როცა გვენატრები ძალიან.
ჩვენ მარტო სიცოცხლით გვჭირდები,
გვიტოვებ წალეკილ ნაპირებს.
დრო გავა, სულ ჩვენში იქნები,
ჩვენ შენთან სიმღერას ვაპირებთ“.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ხმების“ სოლისტი, ზურა ბაკურაძე რამდენიმე დღის წინ რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.