რამდენიმე დღის წინ ჯეი ლო მაიამიდან ლოს-ანჯელესში ჩავიდა. “ბენიფერის” გულშემატკივრებისთვის ეს მნიშვნელოვანი მინიშნება იყო, ყველა სულმოუთქმელად წყვილის ახალ, ერთობლივ ფოტოებს ელოდა.
და აი, პაპარაცებმა ბედნიერი შეყვარებულები კვლავ ერთად გადაიღეს. 51 წლის ჯენიფერს 13 წლის ტყუპები ახლდა, ბენი კი 9 წლის ვაჟთან, სემუელთან ერთად იყო.
როგორც ჩანს, ვარსკვლავურმა წყვილმა შვილებთან ერთად საოცარი დრო გაატარა. ჯე ლო და ბენი ხელიხელჩაკიდებულები სეირნობდნენ და ბედნიერებისგან გასხივოსნებულნი ტკბებოდნენ ოჯახური შეხვედრით.