ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რუსთაველზე სალოცავად არავინ იკრიბებოდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„ლოცვისთვის საჭირო არ არის ადამიანების სამარშუტო ტაქსით და სმს-ებით ჩამოყვანას გაუწიო ორგანიზება. ლოცვას ძალის დემონსტრირება არ სჭირდება.
საპატრიარქო ხელისუფლებასთან ერთად ხელჩაკიდებული მოქმედებს, რაც პირველი შემთხვევა არ არის“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. პოლიციამ ძალადობის ფაქტებში მონაწილე 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. არ კონკრეტდება, რომელ ინცინდენტებში მონაწილეობდნენ დაკავებული პირები.