რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ირინა შეიკისა და კანიე უესტს შორის ყველაფერი დასრულებულია, დასავლურმა მედიამ დაწერა, რომ მოდელმა რეპერს ურთიერთობის გაღრმავებაზე უარი უთხრა, რადგან ის მას მხოლოდ მეგობრად აღიქვამს.
შეიკმა კანიეს საფრანგეთში წასვლაზე უარი განუცხადა – რა ხდება უესტი-შეიკის ურთიერთობაში
თუმცა უკანასკნელი ცნობების მიხედვით ისინი კვალვ ხვდებიან ერთმანეთს, მეტიც, წყვილმა უქმეები ერთად, სან-ფრანცისკოში გაატარა.
„ისინი კვლავ ერთად არიან, შეიკი უესტს სან-ფრანცისკოში ესტუმრა, სადაც რეპერი ამ ეტაპზე მუშაობს“, – განუცხადა ინსაიდერმა გამოცემა people-ს.