LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ძვირფასი ქვებისა და მინერალების მუზეუმი გაიხსნა

669

ბათუმში, დავით კაკაბაძის ქუჩა N46 -ში ძვირფასი ქვებისა და მინერალების მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი თურქმა დოქტორმა, ბილალ სემიჰ ბოზდემირიმ დაარსა და მის სახელს ატარებს. მუზეუმში წარმოდგენილია 150-ამდე მინერალი.

”ძვირფასი ქვები და მინერალები, რომლებიც ექსპონატების სახითაა განთავსებული ამ მუზეუმში, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდანაა წარმოდგენილი, დამუშავებულ და დაუმუშავებელ ფორმაში. წელიწადში არსებობს 12 თვე და 12 სხვადასხვა ჰოროსკოპის ადამიანი იბადება, რომლებიც სხვადასხვა ძვერფას ქვას უნდა ატარებდნენ, დადებითი ენერგიისა და ცხოვრებისეული თუ საქმიანი წარმატებისთვის, ასევე ავი თვალისგან დასაცავად”, -აცხადებენ ძვირფასი ქვებისა და მინერალების მუზეუმში.

მათივე ცნობით, მუზეუმში წარმოდგენილ თითოეულ ქვას მოყვება აღწერილობა, რომლის წაკითხვაც ვიზიტორებს 4 ენაზე შეუძლიათ, ეს ენებია: ქართული, რუსული, ინგლისური და თურქული.

”აღწერაში მოცემული დეტალური ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნიდან არის ეს კონკრეტული ქვა ჩამოტანილი, როგორია მისი პირვანდელი ფორმა და რა ქიმიური შემცველობისაა. ამასთან, ჩვენივე მუზუმში მომხმარებელს შეუძლია შეგვიკვეთოს სასურველი ქვისგან დამზადებული ნესბისმიერი ნივთი”, – განუმარტეს ”ფორტუნას” ბათუმის ძვირფასი ქვებისა და მინერალების მუზეუმში.

ცნობისთვის, ბათუმის ძვირფასი ქვებისა და მინერალების მუზეუმი ოფიციალურად 2018 წლის 14 მარტს გაიხსნა. აქ შესვლა უფროსებისთვის 7 ლარი ღირს, 12 წლამდე ბავშვებისთვის-უფასოა, მოზარდებისთვის კი -3,50 ლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g