ბათუმში ორსართულიანი სახლის სახურავის შეკეთებისას მუშა გადმოვარდა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შემთხვევა ასათიანისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
როგორც „ფორტუნასთან“ შსს-ში განაცხადეს, გამოძიება 240-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.